საქართველოში 917 მძიმე კოვიდინფიცირებულია
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 562 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 893 კვლავ თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე აჭარაში - 102, იმერეთში - 136, ქვემო ქართლში - 98, შიდა ქართლში - 52, გურიაში - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 123, კახეთში -75, მცხეთა-მთიანეთში - 35, სამცხე-ჯავახეთში - 10, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 567, საიდანაც: 4 343 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 917 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 212 პირი. 662 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 10 562 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 70 ადამიანი, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 637 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google