მსჯავრდებულთა ვაქცინაცია დაიწყო
დღეს პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა ვაქცინაცია დაიწყო. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ვაქცინაციის შესაძლებლობა იმ პატიმრებს აქვთ, რომლებმაც აცრის სურვილი გამოთქვეს.

„დღეისათვის, გეგუთში ასეთი 90 მსჯავრდებულია, გლდანში – 120, ხოლო რუსთავში – 30. ვაქცინაციის პროცესი სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ, რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. ყოველგვარ შესაძლო გართულებასა და გვერდით მოვლენებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირებისათვის პენიტენციურ დაწესებულებებთან მობილიზებული არიან რეანომობილები და რეანიმატოლოგები“, – აღნიშნავენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში

| Print |
FaceBook Twitter Google