„სინოვაკით“ ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალი 21 მაისს ამოქმედდება
საქართველოში „სინოვაკით“ ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალი, 21 მაისს ამოქმედდება. მისი გამოყენება კი ორშაბათიდან 24 მაისიდანაა დაგეგმილი.

იმუნიზაციის პროცესში 100 000 დოზა 18-წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებისთვისაა განკუთვნილი. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სექტორი ჯანმრთლობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას ელოდება, „სინოვაკის“ დოზები ადგილობრივი მარეგულირებლის მიერ არის ავტორიზებული, რისი დახმარებითაც საქართველო იმუნიზაციის პროცესში „სინოვაკს“ ჩართავს. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინდოეთის უახლეს დასკვნებზე დაყრდნობით, ჩინური ვაქცინა 90%- იანი ეფექტიანობით გამოირჩევა.

| Print |
FaceBook Twitter Google