კორონავირუსის კიდევ 1 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge- ს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1160 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1302 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 333 601 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 313 651, გარდაიცვალა 4519 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

| Print |
FaceBook Twitter Google