საზაფხულო არდადეგები 15 ივნისს დაიწყება
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ზაფხულის არდადეგები, როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლებში 15 ივნისიდან დაიწყება.

„20 მაისს სკოლას მეთორმეტე კლასელები დაამთავრებენ, 27 მაისს პირველკლასელები, დანარჩენები კი 15 ივნისს“,- აცხადებენ სამინისტროში. უწყების ინფორმაციით, ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება.

| Print |
FaceBook Twitter Google