კახეთში კიდევ 46 კოვიდინფიცირებული დაფიქსირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 104 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 607 თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარაში - 83, იმერეთში - 103, ქვემო ქართლში - 57, შიდა ქართლში - 40, გურიაში - 12, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 109, კახეთში - 46, მცხეთა-მთიანეთში - 15, სამცხე-ჯავახეთში - 24, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 885. ქვეყანაში 917 მძიმე პაციენტი მკურნალობს. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 222 პირი იმყოფება.დღემდე საქართველოში ვირუსით 334 705 პირი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 315 254, ხოლო გარდაიცვალა 4 540.

| Print |
FaceBook Twitter Google