კახეთში საავტომობილო სიჩქარის კონტროლის სექციები ამოქმედდა
შსს- ინფორმაციით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა კახეთის რეგიონში საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 6 სექცია აამოქმედა.

ვიდეოკამერები თელავის, გურჯაანისა და ყვარელის რაიონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა განთავსებული.
1. ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 3 კილომეტრიდან (სოფელი სანავარდო) - ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 6 კილომეტრამდე (სოფელი გავაზის გადასახვევი). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.
2. ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 6 კილომეტრიდან (სოფელი გავაზის გადასახვევი) - ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 3 კილომეტრამდე (სოფელი სანავარდო). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.
3. ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 6 კილომეტრიდან (სოფელი გავაზის გადასახვევი) - ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 16 კილომეტრამდე (სოფელი ველისციხე). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.
4. ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 16 კილომეტრიდან (სოფელი ველისციხე) - ყვარელი-მუკუზანის საავტომობილო გზის 6 კილომეტრამდე (სოფელი გავაზის გადასახვევი). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.
5. თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზის 0 კილომეტრიდან - თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზის 2 კილომეტრამდე. ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.
6. თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზის 2 კილომეტრიდან - თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზის 0 კილომეტრამდე. ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

სულ საქართველოს მასშტაბით უკვე 1269 კმ. სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით.

| Print |
FaceBook Twitter Google