საარჩევნო კოდექსის განხილვა ხვალიდან დაიწყება
საარჩევნო კოდექსის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში ხვალიდან დაიწყება.
ოპოზიცია არჩევნების ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას პირობებში ჩატარებას ეწინააღმდეგება და ოპონენტებს შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ შეთანხმების დოკუმენტს ახსენებს,სადაც ერთ-ერთ პუნქტად სწორედ საარჩევნო რეფორმაა წარმოდგენილი.

„თამარ ჟვანია არჩევნებს ვერ ჩაატარებს. არჩევნებს ჩაატარებს ახალი ადმინისტრაცია. ჩვენ საოლქო კომისიებში, საუბნო კომისიებში, ყველგან დამატებით, 8 ოპოზიციონერი გვეყოლება, ცესკოში 10 ახალი წევრი იქნება, ეს არის რადიკალური ცვლილება. ჩვენი სურვილი იქნებოდა, თუმცა ეს არ არის შარლ მიშელის დოკუმენტში, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა არიან ცესკოში, მათ შორის თავმჯდომარეს, გაევლო იგივე პროცესი, როგორიც გაწერილია, შარლ მიშელის დოკუმენტით ახალი წევრების არჩევისთვის. თუ ეს შესაძლებლობა ჩვენ, ოპოზიციურმა პარტიებმა სრულად გამოვიყენებთ, ეს იქნება ახალი ტიპის და ახალი სტანდარტის არჩევნები”,- აცხადებს პარტია ლელოს ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.

| Print |
FaceBook Twitter Google