ჭერემში სურსათის ეროვნული სააგენტოს ავტომანქანა სიმაღლიდან გადავარდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემში სურსათის ეროვნული სააგენტოს სამსახურებრივი ავტომანქანა სიმაღლიდან გადავარდა.

სოფელში სააგენტოს ორი თანამშრომელი, სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად იმყოფებოდა. ავტომობილი სიმაღლიდან გადავარდა და ორივე პირმა დაზიანება მიიღო. ექიმების განმარტებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიცია იმყოფება

| Print |
FaceBook Twitter Google