პარლამენტი საარჩევნო რეფორმის პროექტის საკომიტეტო განხილვას იწყებს
რამდენიმე კვირიანი კონსულტაციების შემდეგ საარჩევნო რეფორმის პროექტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნა. კომისიის დასკვნის მიღებამდე კი, პარლამენტი დოკუმენტის საკომიტეტო განხილვას იწყებს.

დღეს საკითხზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ასევე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე იმსჯელებენ.

პლენარულ სხდომაზე საარჩევნო რეფორმის საკითხს პირველი მოსმენით მომავალ კვირაში განიხილავენ. ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ივნისის დასაწყისისთვის ელოდებიან, რის შემდეგაც დოკუმენტი სამივე მოსმენით დამტკიცდება.

| Print |
FaceBook Twitter Google