თბილისის მოსახლეობის 35%-ს კოვიდი ისე აქვს გადატანილი, რომ ამის შესახებ არ იცის- თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური პათოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველო მესამე ტალღის ფაზაში რჩება, თუმცა მკვეთრი აღმავლობა არ შეინიშნება.

მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის სტაბილური მაჩვენებელი მოსახლეობის პასუხისმგებლობამ და ვაქცინაციის პროცესის დაწყებამ განაპირობა. მისივე თქმით, თბილისის მოსახლეობის 35%-ს კოვიდი ისე აქვს გადატანილი, რომ ამის შესახებ არ იცის.

„ბოლო 7 დღეში შეიმჩნევა როგორც ახალი შემთხვევების, ისე დადებითობის კლების ტენდენცია. მესამე ტალღა ჯერჯერობით გრძელდება, უბრალოდ ვთვლით, რომ პიკმა გადაიარა. უნდა გაგრძელდეს ყველა მაქსიმალურად ყველა რეგულაციის შესრულება“, - აღნიშნა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google