ავარია მოხდა ყვარელი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე, რის შედეგადაც
4 ადამიანი მძიმედ დაშავდა.
მსუბუქი მარკის ავტომობილი საპირისპირო მხარეს მოძრავ თვითმცლელს
დაეჯახა. შეჯახების შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა და სამმა
მგზავრმა სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიიღეს.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ექმურებათ.
გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის
დარღვევის მუხლით დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები