სამოქალაქო განათლების კუთხით ახალი პროგრამა დაიწყება - კელი დეგნანი
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოში სამოქალაქო განათლების კუთხით ახალი პროგრამა ამოქმედდება.

„ჩვენ გავაგრძელებთ ინვესტიციებს საბაზისო განათლებაში. იმ 7 მილიონის მიღმა, რომელსაც ვახორციელებთ USAID-ის პროგრამის ფარგლებში, რომელიც გასულ წელს დაიწყო. დაიწყება ახალი პროგრამა სამოქალაქო განათლების კუთხით, რაც სამომავლოდ შექმნის რესურსს, რომ კადრები ამ სფეროში მზად იყვნენ“, – განაცხადა მან.

საქართველოსა და აშშ-ს შორის საგრანტო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს გამოუყოფს 67 მილიონ აშშ დოლარამდე ოდენობის გრანტს, 330 მილიონი აშშ დოლარამდე გაზრდის შესაძლებლობით. საგრანტო შეთანხმების „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“ ხელმოწერის ცერემონია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

განათლების სფეროს გარდა, საგრანტო თანხა ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, უმუშევრობის დონის შემცირებას, საწარმოების განვითარებას და ენერგეტიკის სფეროს განვითარებას მოხმარდება.

| Print |
FaceBook Twitter Google