მოსწავლეებისთვის ოქროსა და ვერცხლის მედლების დასამზადებლად გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა
წარჩინებული მოსწავლეებისთვის ოქროსა და ვერცხლის მედლების დასამზადებლად გამოცხადებული ტენდერი არ შედგა.

ტენდერის ჩაშლის სავარაუდო მიზეზი სახელმწიფო ვალუტის არასტაბილური კურსია, რის გამოც მოსწავლეებისთვის განკუთვნილი ნივთების დამზადების სურვილი არცერთმა კომპანიამ არ გამოთქვა.

2017-2018, 2018-2019 და 2019-2020 სასწავლო წლებში წარჩინებით კურსდამთავრებულთათვის გადასაცემი ოქროს (მოოქროვილი) და ვერცხლის (მოვერცხლილი) მედლებისა და მედლის ჩასადები ყუთების დამზადებისა და მოწოდებისთვის ტენდერი 2021 წლის 20 აპრილს გამოცხადდა, წინადადებების მიღება 3 მაისს დაიწყო და 6 მაისს დასრულდა, თუმცა მონაწილეობის სურვილი არავის გამოუთქვამს.

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში გამარჯვებული ფირმა გამოვლინდება, მან მედლების დამზადება და მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში უნდა შეძლოს. პროექტისთვის სახელმწიფო ჯამში 275`650.00 ლარის გადახდას აპირებს.

| Print |
FaceBook Twitter Google