კორონავირუსის კიდევ 1071 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov. Ge - მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 071 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 680 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 336 840 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 317 069, გარდაიცვალა 4 602 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.


| Print |
FaceBook Twitter Google