„სინოვაკით“ ვაქცინაცია დღეიდან იწყება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური “სინოვაკით”აცრა დღეს იწყება.

„ამ ვაქცინის ეფექტურობა ინდონეზიის კვლევებით ადის 90%-მდე. ჯანმო-ს არ დაველოდებით, რადგან უკვე პირველი ჩინური ვაქცინა, პირველი დოზები თითქმის ამოწურულია. მოთხოვნილება დიდია საკმაოდ ქვეყანაში, უკვე იზრდება ვაქცინაციის მიმართ და არ არის სასურველი, რომ შევაჩეროთ ახლა”, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ სინოვაკის ვაქცინას ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ აქვს. საქართველოში ის 30 აპრილს შემოვიდა.

| Print |
FaceBook Twitter Google