ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნა
მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ის სამინისტროში ტურიზმის, ავიაციისა და კურორტების განვითარების მიმართულებებს უხელმძღვანელებს.

მარიამ ქვრივიშვილი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრია. ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე იგი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ასევე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი იყო. მისი შრომითი საქმიანობა ასევე უკავშირდება ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას (PACE) და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას (EURONEST PA). 2021 წლის 21 იანვრიდან მარიამ ქვრივიშვილი პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარეა, ხოლო 2021 წლის 18 თებერვლიდან - საქართველოს პარლამენტში ისრაელის სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატების, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, კატარის სახელმწიფოს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, ესპანეთის სამეფოს, ლიბანის რესპუბლიკის, მაროკოს სამეფოს, პოლონეთის რესპუბლიკის, თურქეთის რესპუბლიკის, საუდის არაბეთის სამეფოს, საფრანგეთის რესპუბლიკის, ინდოეთის რესპუბლიკის, ქუვეითის სახელმწიფოს, შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფის წევრია.

| Print |
FaceBook Twitter Google