ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 230 კოვიდინფიცირებული იმყოფება
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 388 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 208 კვლავ თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარაში - 50, იმერეთში - 24, ქვემო ქართლში - 19, შიდა ქართლში - 12, გურიაში - 4, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 33, კახეთში - 25, მცხეთა-მთიანეთში - 4, სამცხე-ჯავახეთში - 6, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 340, საიდანაც: 4 161 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 892 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 230 პირი, მათგან თბილისში - 154, აჭარაში - 12, იმერეთში - 16. 667 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 355 - თბილისში, 270 - აჭარაში. 8 512 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25 404 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 17 343 პირი, აჭარაში - 1 786, იმერეთში - 1 586.

| Print |
FaceBook Twitter Google