ვეჯინში ავარიის შედეგად მოზარდი დაშავდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოზარდი დაშავდა.

„BMW”-ს მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ღობეს დაეჯახა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაზარალებული გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე სამართალდამცველები და სამაშველო სამსახურია მობილიზებული.

| Print |
FaceBook Twitter Google