კახეთის გუბერნატორს კიდევ ერთი ახალი მოადგილე ჰყავს
კახეთის გუბერნატორს ირაკლი შიოშვილს კიდევ ერთი ახალი მოადგილე ჰყავს.

თანამდებობაზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს “ფრაქცია-ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ლევან ლილუაშვილი დანიშნა.

ლევან ლილუაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ” თავმჯდომარე, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა. 2014- 2017 წლებში, მას ქალაქ თელავის არჩეული მერის მოადგილის პოსტი ეკავა.

| Print |
FaceBook Twitter Google