დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 354 ახალი შემთხვევიდან
ყველაზე მეტი 669, კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარაში - 114,
იმერეთში - 184, ქვემო ქართლში - 78, შიდა ქართლში - 43, გურიაში -
15, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 129, კახეთში - 56, მცხეთა-მთიანეთში
- 50, სამცხე-ჯავახეთში - 11, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში -
5.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 858,
საიდანაც: 4 094 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე
პაციენტია 892 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 227 პირი.
673 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 9 091 პირი ვირუსის
მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში
მოთავსებულია 91 ადამიანი, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25
360 პირი.
მასალის გამოყენების პირობები