ოქროს და ვერცხლის მედლებს პრეტენდენტები პირველ სექტემბრამდე მიიღებენ
ოქროსა და ვერცხლის მედლების პერეტენდენტები, რომელთა ნაწილიც უკვე სტუდენტია, სახელმწიფოსგან ჯილდოს პირველ სექტემბრამდე მიიღებენ.

შესყიდვის ობიექტია 2017-2018, 2018-2019 და 2019-2020 სასწავლო წლებში წარჩინებით კურსდამთავრებულთათვის გადასაცემი ოქროს (მოოქროვილი) და ვერცხლის (მოვერცხლილი) მედლების და მედლის ჩასადები ყუთების დამზადების და მოწოდების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

დასამზადებელი მედლების სავარაუდო საერთო რაოდენობა: 8 735 ცალია, მათ შორის: 6 622 ცალი ოქროს (მოოქროვილი) და 2113 ვერცხლის (მოვერცხლილი) მედალი. ჩასადები ყუთების საერთო რაოდენობა კი 8735-ია.

შესყიდვების სააგენტომ გამარჯვებული კომპანიის შესახებ გადაწყვეტილება 28 მაისს უნდა მიიღოს. მედლები ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 სამუშაო დღეში, 69 რესურსცენტრში უნდა განაწილდეს

| Print |
FaceBook Twitter Google