პირველად საქართველოში, დედოფლისწყაროში ბიოსფერული რეზერვატი დაარსდება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ბიოსფერული რეზერვატის შექმნის პროექტს ახორციელებს.

ბიოსფერული რეზერვატი მოდელური რეგიონია, რომელიც ხელს უწყობს რეგიონულ განვითარებას, მდგრადი სოფლის მეურნეობის წარმოებასა და ეკოტურიზმის პოპულარიზაციას.

პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია სხვადასხვა სარეკრეაციო სივრცის მოწყობა და ბიოსფერული რეზერვატის შექმნისთვის, პირველადი ინფრასტრუქტურის განთავსება. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ბიოსფერული რეზერვატის შექმნის პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება.

| Print |
FaceBook Twitter Google