თელავის მერმა პარტიული თანამდებობა დატოვა
თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა” ქართული ოცნების” თელავის ორგანიზაციის თავმჯდომარეობიდან გადადგომის თხოვნით, პარტიის ხელმძღვანელობას, რამდენიმე დღის წინ მიმართა.

” ქართული ოცნების” თელავის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობას, კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, პლატონ კალმახელიძე შეასრულებს.

2017 წლიდან, შოთა ნარეკლიშვილი თელავის არჩეული მერის, ხოლო 2018 წლიდან, “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” თელავის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. ვის დაასახელებს პარტია, ორგანიზაციის ახალ თავმჯდომარედ თელავში და როდის ჩატარდება ყრილობა,ჯერჯერობით უცნობია.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თელავი / მერი /