დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. მთავარი ღონისძიება თავისუფლების მოედანზე 11:00 საათზე დაიწყება. მას შემდეგ, რაც საქართველოს დროშა ეროვნული ჰიმნის თანხლებით აღიმართება, ქვეყნის მთავარ მოედანზე სამხედრო ფიცს 250-მდე ახალწვეული დადებს.

„დიდგორი მეომრის“, „დიდგორი მედევაკისა“ და „დიდგორი 3“-ის მძიმე ტექნიკას საზოგადოება პირველად ნახავს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ავღანეთის მისიიდან ჩამოსული ქართველი ჯარისკაცები.

26 მაისს ქვეყანა 1991 წლიდან აღნიშნავს და ამით 1918 წლის უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს იხსენებს - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებას. 103 წლის წინ, ეროვნული საბჭოს ამ გადაწყვეტილებას მოგვიანებით წითელი არმიის შემოჭრა და ქვეყნის ანექსია მოჰყვა. მთავრობა და დამფუძნებელი კრების წევრთა უმრავლესობა კი, ემიგრაციაში წავიდა. საქართველო თავისუფლების დაბრუნებას კიდევ 70 წელი ელოდა.

| Print |
FaceBook Twitter Google