კორონავირუსის კიდევ 1 015 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov. ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 015 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 151 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 340 330 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 321 928, გარდაიცვალა 4 682 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

| Print |
FaceBook Twitter Google