ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 218 კოვიდინფიცირებული იმყოფება
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 015 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 550 კვლავ თბილისში დაფიქსირდა.

რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარაში - 71, იმერეთში - 84, ქვემო ქართლში - 65, შიდა ქართლში - 35, გურიაში - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 102, კახეთში - 46, მცხეთა-მთიანეთში - 28, სამცხე-ჯავახეთში - 12, რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში - 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 694, საიდანაც 3 940 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 891 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 218 პირი, 672 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 9 082 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 89 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google