ფშაველი-აბანო-ომალოს გზის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
„თოვლისა და ზვავსშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ36-კმ44 მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.“- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

| Print |
FaceBook Twitter Google