მოსამართლეთა კონფერენციაზე დღეს 4 მოსამართლე წევრს კენჭს უყრიან
დღეს, მოსამართლეთა კონფერენცია გაიმართება, რომელზეც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასარჩევ 4 მოსამართლე წევრს უნდა უყარონ კენჭი.

მოსამართლეთა შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა. მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და ელჩები პროცესის გადადებას ითხოვდნენ, მოსამართლეთა კონფერენცია დღეს, 26 მაისს მაინც ჩატარდება.

| Print |
FaceBook Twitter Google