პრეზიდენტმა მსჯავრდებულები შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა 10 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული შეიწყალა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ათიდან სამი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო შვიდ მსჯავრდებულს შეუმცირდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა.

შეწყალების აქტი ასევე შეეხო ორ პირობით მსჯავრდებულს. სულ ჯამში, 2021 წლის 26 მაისს პრეზიდენტმა შეიწყალა 12 პირი (10 თავისუფლებაღკვეთილი და 2 პირობითი მსჯავრის მქონე).

| Print |
FaceBook Twitter Google