შსს-მ გუმათჰესთან რკინის ჯებირების დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გუმათჰესთან რკინის ჯებირების დაზიანების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გუშინ თბილისიდან რიონის ხეობაში გადაინაცვლეს და გუმათში განაგრძეს საპროტესტო აქცია.

შეკრებილები მთელი ღამის განმავლობაში პოლიციის უსაფრთხოების ჯებირებს ქვებს და სხვადასხვა საგნებს ურტყამდნენ. სამინისტრო დეტალურად სწავლობს კანონდარღვევის ფაქტს და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელია,დატოვოს კომპანია “ენკამ” რიონის ხეობა,ასევე გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო.

| Print |
FaceBook Twitter Google