საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 125 601 ადამიანი აიცრა
Stopcov. ge- მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 4 291-მა ადამიანმა გაიკეთა.

სულ ქვეყანაში ვაქცინაცია 125 601-მა მოქალაქემ გაიარა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 340 838 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 323 409, გარდაიცვალა 4 699 პაციენტი.

| Print |
FaceBook Twitter Google