კახეთში კიდევ 22 კოვიდინფიცირებული დაფიქსირდა
დღეს საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევებიდან ყველაზე მეტი 252 კვლავ თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება :აჭარაში - 61, იმერეთში - 35, ქვემო ქართლში - 42, შიდა ქართლში - 20, გურიაში - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 48, კახეთში - 22, მცხეთა-მთიანეთში - 14, სამცხე-ჯავახეთში - 3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 704, საიდანაც: 3 965 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 913 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება – 219. 668 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 8 071 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის. აკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 23 818 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google