გახარია პარტიის პრეზენტაციას 29 მაისს გამართავს
ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარტიის პრეზენტაციას, 29 მაისს გამართავს. არსებული ინფორმაციით, პრეზენტაცია ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო სივრცეში 18:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვებიდან მალევე პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა. ამ განცხადების შემდეგ “ქართული ოცნებიდან” რამდენიმე ადამიანი მის გუნდში გადავიდა, მათ შორის არის პარლამენტის 6 დეპუტატი. თანამდებობები დატოვეს რეგიონებშიც ქართული ოცენების ყოფილმა კადრებმა.

გახარია პრემიერის პოსტიდან 2021 წლის 18 თებერვალს გადადგა და ოფიციალურ მიზეზად ნიკა მელიას დაკავების შესახებ “ქართული ოცნების” გუნდში აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.

| Print |
FaceBook Twitter Google