სიღნაღის მუნიციპალიტეტსა და "სათემო კავშირ ნუკრიანს" შორის, მემორანდუმი გაფორმდა
დღეს, სიღნაღის მუნიციპალიტეტსა და "სათემო კავშირ ნუკრიანს" შორის, ახალგაზრულდ ცენტრებთან დაკავშირებით, მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, ადგილობრივ ახალგაზრდებს სხვადასხვა საინტერესო იდეის განხორციელების საშუალება მიეცემათ.
ამისათვის, სიღნაღის მუნიციპალიტეტი და "სათემო კავშირი ნუკრიანი" მხარს დაუჭერენ ახალგაზრდების ინიციატივების განხორციელებას ზემო ბოდბისა და ვაქირის ახალგაზრდულ ცენტრებში.
კერძოდ, ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცემათ წარადგინონ საპროექტო იდეებიი, რომლის განხორციელებაც საკუთარ სოფელში/ქალაქში სურთ.

"სათემო კავშირი ნუკრიანი" და სიღნაღის მუნიციპალიტეტი, თანამშრომლობენ "მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტი (MUSQAT-ადგილზე განმახორციელებელი ორგანიზაცია CTC)" ფარგლებში, რომელსაც მხარს ევროკავშირი უჭერს.


[R]
| Print |
FaceBook Twitter Google