ფშაველთან მომხდარი ავარიის დროს ერთი ადამიანი დაშავდა
ცოტა ხნის წინ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველთან მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, “ტოიოტა კოროლას" მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ახალგაზრდა კაცმა მოტეხილობები მიიღო. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ესპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ავარია /