ნამახვანჰესის აქციაზე რვა ადამიანი დააკავეს
სოფელ გუმათთან ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციაზე 8 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავცელებს.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული კანონდარღვევისთვის დააკავეს.
სოფელ გუმათთან, სადაც პოლიციის მიერ რკინის ბარიკადებია აღმართული, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია გრძელდება და რკინის ჯებირია აღმართული, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. რიონის ხეობის მცველები რკინის ჯებირს ხელებს ურტყამენ და ჩაკეტილ ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობენ, თუმცა ამის საშუალებას მათ პოლიცია არ აძლევს.

| Print |
FaceBook Twitter Google