პარლამენტში რეგლამენტში დაინიცირებულ ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავენ
დღეს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი რეგლამენტში დაინიცირებულ ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავს.

ცვლილების მიხედვით, საარჩევნო ბლოკის სიით პარლამენტში გასულ წევრებს, რომლებიც უპარტიოები არიან ან დატოვეს პარტია, სხვა ფრაქციაში შესვლის ან ფრაქციის თავად შექმნის შესაძლებლობა ექნებათ.

რაც შეეხება პარტიული სიით გასულ პარლამენტის წევრებს, მათ ექნებათ საშუალება შექმნან საპარლამენტო ჯგუფები, რომელიც გარდა კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნქციებისა, ფუნქციურად ფრაქციის მსგავსი იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google