ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები გზის გადაკეტვას გეგმავენ
ნამოხვნჰესის აქციის მონაწილეები, გზების გადაკეტვას დღესაც გეგმავენ. რიონის ხეობის მცველები გუმათის შესასვლელთან, კომპანია “ენკას” ბაზის ტერიტორიაზე არიან შეკრებილები. ისინი ამბობენ, რომ ტერიტორიაზე “ენკას” კუთვნილ არცერთ ავტომობილს არ შეუშვებენ.

გუმათის შესასვლელთან ამ წუთებში საპატრულო პოლიცია და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები არიან მობილიზებული.
“ნამოხვანჰესის” მოწინააღდეგეთა აქტიური პროტესტის მიუხედავად, კომპანია „ენკა“ ჰესის მშენებლობის გაგრძლებას მაინც აპირებს.

შეგახსენებთ, “ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეთა აქცია 200 დღეზე მეტ ხანს რიონის ხეობაში იმართებოდა, 23 მაისიდან აქციებმა დედაქალაში გადმოინაცვლა, 26 მაისს“ნამოხვანჰესის” მოწინააღდმეგეებმა დედაქალაქიდან ისევ რიონის ხეობაში გადაინაცვლეს.

| Print |
FaceBook Twitter Google