შევა თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შესვლის საკითხზე ხვალ იმსჯელებს. ამის შესახებ პარტიის წევრი, ხატია დეკანოიძე აცხადებს.

„კვირას დადგება ეს საკითხი. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ამ საკითხზე, უნდა ვიმსჯელოთ მომავალი ბრძოლის სტრატეგიაზე, უნდა ვიმსჯელოთ ზოგადად რა უნდა იყოს ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილები და იცით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოდის. ამიტომ, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ფართო მსჯელობა გაიმართება და ამ საკითხზე კენჭისყრა იქნება გადაწყვეტილებამდე.მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილებას [პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას] დაუჭერს უმრავლესობა მხარს. მე არ შემიძლია წინასწარ გითხრათ, ნამდვილად ვერ გეტყვით იმიტომ რომ 120 ადამიანია პოლიტსაბჭოში. ცხარე კამათი იქნება, დარწმუნებული ვარ. ჩემი მეგობრების არგუმენტაციაც ვიცით და ჩვენი არგუმენტაციაც იციან მათ. ამიტომ, ვნახავთ”, – განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google