როგორი ამინდი იქნება კახეთში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +32 გრადუსამდე გათბება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +29 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. გურჯაანში დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში ცვალებადი მოღრუბლულობა და +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /