მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში ეთნიკურ უმცირესობებს ქართული ენის სწავლა შეეძლებათ
მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი, საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდაჭერით, მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო ენის შემსწავლელ კურსს გეგმავს.

პენიტენციური დაწესებულების სატელევიზიო სიხშირეზე ტელესკოლის ქართული ენის ვიდეოგაკვეთილები გავა. აღნიშნულ მასალებზე წვდომა კი, ყველა დაინტერესებულ მსჯავრდებულს ექნება.

„მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი, საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდაჭერით, N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო ენის შემსწავლელ კურსს იწყებს. პროექტის ფარგლებში, პენიტენციური დაწესებულების სატელევიზიო სიხშირეზე ტელესკოლის ქართული ენის ვიდეოგაკვეთილები გავა. სასწავლო კურსი საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტის ფარგლებში, სპეციალურად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის მომზადდა. აღნიშნულ მასალებზე წვდომა, კი ყველა დაინტერესებულ მსჯავრდებულს ექნება“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

| Print |
FaceBook Twitter Google