გუმათში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქცია გრძელდება
ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია გუმათში ისევ გრძელდება. პროტესტის მონაწილეები „ენკას“ სამშენებლო ბაზასთან შეიკრიბნენ და ამბობენ, რომ კომპანიას ტექნიკისა და თანამშრომლების ხეობაში შეყვანას ხელს შეუშლიან.

ღამით მათ გუმათში, რკინის ბარიკადების მეორე მხარეს გადასვლა რამდენჯერმე სცადეს. ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ გუმათში განვითარებული მოვლენების დროს ერთი მოქალაქე ადმინისტრაციული წესით დააკავა.

| Print |
FaceBook Twitter Google