თამარ კორძაიამ შარლ მიშელის დოკუმენტს მოაწერა ხელი
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, თამარ კორძაიამ შარლ მიშელის მიერ წარდგენილ შეთანხმებას „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელი მოაწერა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

„ნაცმოძრაობა“ არის დიდი პარტია, მას აქვს კომუნიკაცია საკუთარ ამომრჩეველთან. ის გადაწყვეტილებებს იღებს საკუთარი ამომრჩევლის ნებისა და პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ამიტომ „ნაცმოძრაობას“ აქვს თავისი გადაწყვეტილება, მაგრამ ოპოზიცია კვლავ ერთად უნდა იყოს. ამ ეტაპზე მე როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი ვიმუშავებ“, - განაცხადა კორძაიამ.

| Print |
FaceBook Twitter Google