საგარეჯოში მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს
საგარეჯოში თევზების ტბების ერთ -ერთი მეწილე ცივი იარაღით დაჭრეს. დავით აზარიაშვილს დაზიანებები მუცლის და სხეულის სხვადასხვა არეში მისვე ნაცნობმა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დანაშაულის კონკრეტული მოტივი ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდო ბრალდებულის სახლი პოლიციამ უკვე გაჩხრიკა, საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები და მჭიდები ამოიღო. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები დაჭრა / საგარეჯო /