კახეთში კიდევ ორი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
კახეთში, ბოლო 48 საათში კორონავირუსის დიაგნოზით ორი პაციენტი გარდაიცვალა. ვირუსს ემსხვერპლა 80 წლის ქალი სოფელ ჩუმლაყიდან და 79 წლის ქალი სოფელ გულგულიდან. ორივე მათგანი მკურნალობის კურსს თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადიოდა.

გუშინ რეგიონში ვირუსის 39 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა მაჩვენებელი 14506- მდე გაიზარდა. ახალი ინფიცირებულების 76 კონტაქტი მოძიებულია და გადაყვანილია თვითიზოლაციაში.

ინფიცირებულთა რაოდენობა, რომელიც ამ ეტაპზე გადის მკურნალობას 704- ია, მათ შორის 609 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, ხოლო 95 იმყოფება კოვიდ -კლინიკაში. თვითიზოლაციაში 758 ადამინი რჩება , თვითიზოლაციიდან დღეს 75 მოქალაქე მოიხსნა.

კახეთის მასშტაბით ვირუსი სულ 13666 მოქალაქმე დაამარცხა. გარდაცვლილთა რიცხვი კი 136- ია.

| Print |
FaceBook Twitter Google