დღეიდან სახმელეთო საზღვრები იხსნება
14 თვიანი პაუზის შემდეგ საქართველომ სახმელეთო საზღვრები გახსნა. ქვეყანაში შემოსვლა მხოლოდ იმ პირებს შეეძლებათ ვისაც სრული ორჯერადი ვაქცინაციის დამდასტურებელი მოწმობა და PCR ტესტის უარყოფითი პასუხი ექნებათ.

ან მხოლოდ ბოლო 72 სთ-ში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, ასეთ შემთხვევაში ვიზიტორს შემდეგი 72 სთ-ის განმავლობაში ტესტის განმეორებით ჩატარების ვალდებულება ეკისრება. საკოორდინაციო საბჭოში გადატყვეტილებას ეპიდვითარების შედარებით გაუმჯობესებითა და ტურისტების მოზიდვის მიზნით ხსნიან.

საზღვრების გარდა, შეზღუდვა ეხსნება სარესტორნო ბიზნესსაც. რესტორნები და კაფე-ბარები სტუმრების მიღებას ამიერიდან შიდა სივრცეებში შაბათ-კვირასაც შეძლებენ. კვლავ სავალდებულო რჩება ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვა

| Print |
FaceBook Twitter Google