დღეს კახეთში იწვიმებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +33 გრადუსამდე გათბება.

გურჯაანში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს სიღნაღშიც, +31 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხშიც იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +33 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც ნალექია, დღის განმავლობაში +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / წიმა /