საქართველოში კორონავირუსის ე.წ. სამხრეთაფრიკული შტამის პირველი შემთხვევა გამოვლინდა
გიდასტურებთ, რომ ე.წ. სამხრეთაფრიკული შტამის ერთი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა, მას დუბაიში მოგზაურობის ისტორია აქვს, მისი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უკვე სრულად განკურნებულია.
„ყველა კონტაქტი გამოკვლეულია, ყველა შემთხვევა უარყოფითია, დროულად მოხდა იზოლირება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

აღნიშნული შტამი 2020 წლის სექტემბერში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გამოვლინდა.

| Print |
FaceBook Twitter Google