სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება 100 ლარამდე გაიზრდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება პირველი ივლისიდან არსებული 50 ლარის ნაცვლად – 100 ლარამდე გაიზრდება.
ასევე, გაიზრდება დახმარების მიმღებ ბავშვთა რაოდენობა, – ამის შესახებ მთავრობის მეთაური ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მილოცვაში წერს.

პრემიერ-მინისტრის განცხადების თანახმად, არსებული 100 000 ქულის ნაცვლად, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ 120 000-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებში მცხოვრები ბავშვები. ეს გადაწყვეტილება 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება.

| Print |
FaceBook Twitter Google